среда, 30 декабря 2020 г.

როგორ გამოვიყენო ფიჭვის მტვერი?

 

როგორ გამოვიყენო ფიჭვის მტვერი?

https://ihow.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/

ფიჭვის მტვრის შესახებ

ფიჭვის მტვერი ბუნების ერთ-ერთი ნობათთაგანია. იგი გამოიყოფა ფიჭვის გირჩის ყვავილობისას. ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც შემდგომი მომწიფების შემდეგ იწყებენ დამტვერვას და განაყოფიერებას. სწორედ ეს მტვერი ოდითგანვე გამოიყენება სხვადასხვა მიზნებით, განსაკუთრებით სამკურნალოდ.

მოპოვების წესი

წიწვოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდი განსხვავებულია და ეს მხოლოდ ვიზუალურად ჩანს, გრძელდება რამდენიმე დღე გაზაფხულზე. სწორედ ამ დროს წიწვოვან ტყეში განსაკუთრებით მარგებელია ორგანიზმისათვის, ხოლო დანარჩენი პერიოდისთვის ხდება მტვრის შეგროვება შემდგომი გამოყენების მიზნით. მტვრის მოგროვება არ შეიძლება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ან დასახლებულ პუნქტებთან ახლო მდებარე ტყეებში, უმჯობესია მთიან ადგილებში, სადაც მტვერი მეტად      სუფთა და შესაბამისად, მარგებელიც იქნება.

სამკურნალო თვისებები

ფიჭვის მტვერი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ასთმური დაავადებებისგან

  • აღადგენს სისხლის თხელ კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს შედედაბისგან, ტრომბისგან და ა,შ,
  • აჯანსაღებს გულს,
  • შველის ჰაერის უკმარისობას,
  • ცხიმოვანი დაავადებებსა და არტერიულ წნევებს,
  • გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ახლად ნაოპერაციევ ორგანიზმზე გამაგრების მიზნით
  • ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს, სხვადასხვა ბაქტერიებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას
  • ზამთარში და გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის აღსადგენად

მიღების წესი

1 ჩაის კოვზი მტვერი და აურიეთ 2 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად და მიიღეთ ერთ ჯერზე.

დღეში ერთხელ. კურსი შეიძლება იყოს 1 თვიანი (კურსებს შორის აუცილებელია 2 კვირა შესვენება)

თუ თაფლის მიმართ ვართ ალერგიულები, მტვერი შეგიძლიათ შეურიოთ რძეში, კარგად გახსნათ და ამ სახით მიიღოთ. 1 ჩაის კოვზი მტვერი 500 გრამ რძეში – 2–3 მიღებაზე.

ფიჭვის მტვრის გამოყენება ბავშვებში

ჩვეულებრივ იყენებენ ხოლმე ფიჭვის მტვერისა და თაფლის ნაზავს.
რაც შეეხება ბავშვის ხშირი ავადმყოფობას და დაბალ იმუნიტეტს მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ჰემოგლობინი, კალციუმის ნაკლებობა, დისბაქტერიოზი, ჭიებით ინვაზია ან სხვა რამ.
იმუნიტეტი რომ გაძლიერდეს, ბავშვს ყველა ეს ფაქტორი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს.

იზრუნეთ ბავშვის გაკაჟებაზე,  იმუნიტეტის გასაძლიერებელი არამედიკამენტური საშუალებებია სუფთა ჰაერი, ნორმალური ძილი, ჯანსაღი კვება: ახალი ხილისა და ბოსტნეულის, რძისა და რძის პროდუქტების მიღება.
ეცადეთ,კურორტზხე დასვენება დაამთხვიოთ დამტვერვის პერიოდს. ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, წიწვოვან ტყეში. ეცადეთ, შეარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო სასეირნოდ.

შენიშვნამტვრის მოხმარებამდე აუცილებლად დარწმუნდითრომ არ ხართ ალერგიული აღნიშნული პროდუქტის მიმართ.

Комментариев нет:

Отправить комментарий