“ოქსფორდ მედიქალის” საერთაშორისო სამედიცინო კლინიკაში ბუასილის მკურნალობა ტარდებ ა ქირურგიული ჩარევის გარეშე, ლიგირებისა და ინფრაწითელი კოაგულაციის მეთოდების გამოყენება კი ქმნის ბუასილის მკურნალობის შესაძლებლობას ჩვეული ცხოვრების წესისა და სამუშაო გრაფიკის დარღვევის გარეშე.
ტერმინი “ბუასილი” ნიშნავს ჰემოროიდალური კვანძების პათოლოგიურ გადიდებას, რომელიც ვლინდება პერიოდული სისხლდენით, ანალური არხიდან გამოვარდნით და ხშირი ანთებით. ყველაზე ხშირად ეს ხდება ისეთი არაკეთილსასურველი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა მჯდომიარე ცხოვრების წესი, არასწორი კვება, ყაბზობა, ორსულობა, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით გამოყენება.
ჰემოროიდალური კვანძების ზომა იზრდება, ხდება სისხლმდენი, გადაადგილდება დისტალური მიმართულებით, ამასთან, დამჭერ აპარატში ვითარდება დისტროფიის პროცესები, რაც იწვევს გამოვარდნას ანალური არხიდან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია “ბუასილი” ს მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება.
“ბუასილი” თანაბრად ხშირია როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და მიდგომა ამ დაავადების მკურნალობისადმი უნდა იყოს კომპლექსური. მკურნალობა იწყება პროქტოლოგის მიერ ჩატარებული შემოწმებით, რათა გამოირიცხოს სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების შესაძლებლობა.
თუ “ბუასილის დიაგნოზს დაგისვამენ, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. თანამედროვე მედიცინა ქმნის ბუასილის დადგენისა და მკურნალობის შესაძლებლობას დაავადების განვითარების დასაწყისშივე. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და ფორმაზე.
არსებობს ბუასილის მკურნალობის შემდეგი მეთოდები:
არსებობს ბუასილის მკურნალობის შემდეგი მეთოდები:
- ლიგირება ლატექსის რგოლებით. ეს მეთოდი ყველაზე ხშირად გამოიყენება. მისი არსიმდგომარეობს იმაში, რომ ლატექსის რგოლების მეშვეობით მოხდეს ჰემოროიდალური კვანძის დამოუკიდებელი მოვარდნა.
- ინექციური მასკლეროზებელი თერაპია. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ჰემოროიდალური კვანძის ობლიტერაციაში მასში მასკლეროზებელი ხსნარის შეყვანის მეშვეობით. ამ მეთოდისმიზანია არა კვანძის მოცილება, არამედ მისი დაბრუნება საკუთარ ადგილზე, ზომის შემცირება და სისხლდენის შეწყვეტა. ამ მეთოდის გამოყენებაში ძალზედ მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხი: “ოქსფორდ მედიქალის” კლინიკაში მხოლოდ საუკეთესო პრეპარატებს იყენებენ.
- ნფრაწითელი ფოტოკოაგულაცია. ამ შემთხვევაში, ეფექტი მიიღწევა სითბური ენერგიის ნაკადის ხარჯზე, რომელიც ზემოქმედებს ჰემოროიდალური კვანძისა და მკვებავი სისხლძარღვების კედლებზე და იწვევს ჰემოროიდალური კვანძის სკლეროზს.
Комментариев нет:
Отправить комментарий